48 მაჟორიტარულ ოლქში
არჩევნები 30 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკო-ს წევრებმა კენჭი უყარეს განკარგულებას, რომლის თანახმად, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს დაინიშნა.
საარჩევნო ადმინისტრაციაში განმეორებითი კენჭისყრის საკითხზეც შეათანხდნენ. განმეორებითი კენჭისყრა ორ ოლქშია დაგეგმილი. კენჭისყრა მარნეულსა და ზუგდიდში 22 ოქტომბერს გაიმართება. 36 და 66-ე ოლქებში 22 ოქტომბერს განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მეორე ტურის საკითხი გადაწყდება. ცესკო მეორე ტურების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 6 მილიონ 56 ათას 718 ლარს ითხოვს.