ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, ქუთაისის 85 უბნის მიხედვით,
ბარიერი ვერცერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვერ გადალახა და არ არის გამორიცხული, რომ დაინიშნოს მეორე ტური. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ამავე უბნების მონაცემებით, სამ ოლქში პარტიების გადალახული ბარიერები ასე გამოიყურება:
ერთ–ერთ ოლქში ბარიერი გადალახა “ქართულმა ოცნებამ” და ნაციონალურმა მოძრაობამ”, მეორე ოლქში “ქართულმა ოცნებამ”, ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა”, ხოლო მესამე ოლქში “ქართულმა ოცნებამ”, ნაციონალურმა მოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმა”.
ცესკოში სულ 28 საჩივარია შესული, რომელთა განხილვაც ხვალიდან დაიწყება, ხოლო 129 უბნის მონაცემები საღამოს გახდება ცნობილი.