გუშინ ქუთაისში 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე
დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს დაზიანდა ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა. მოომხდართან დაკავშირებით შსს განცხადებას ვავრცელებს: “ინციდენტი მოხდა ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაზიანდა ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
იბერიის ჟურნალისტის, ოპერატორისა და ჯი დი ეს-ის წარმომადგენლების დაკითხვა ქუთაისის პოლიციაში რამდენიმე საათს მიმდინარეობდა.
ამ თემაზე ჩვენი ჟურნალისტი მუშაობს და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.