ქუთაისში მიმდინარე საარჩევნო პროცესს
სხვა ორგანიზაციებთან ერთად სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” აკვირდება. საარჩევნო პროცესში დარღვევების შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი” გენერელაური მდივანი გვანცა თოთაძე ესაუბრა, მისი თქმით 51-ე უბანზე დამკვირვებლები უფლებამოსილებას აჭარბებდნენ , რაც ამომრჩევლებთან საუბარში გამოიხატებოდა. გაფრთხილების შემდეგ შეიკავეს თავი და ეს პრობლემა აღმოიფხვრა. “51- ე უბანზე გაიბნა ერთი ბიულეტინი და ველოდებით ამ პრობლემის მოგვარებას . ეს უშუალოდ ჩვენს ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია, რომ მივედით დაგვხვდა ეს სიტუაცია და ველოდებით გარკვევის პროცესს”, – განაცხადა გვანცა თოთაძემ.