ქუთაისში 117-ე უბაზე გადასატანი ყუთის ხმები გაბათილდა.
როგორც სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის” გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე ამბობს 14 ამომრჩეველიდან 2 არ დახვდათ სახლში.”2 სახლში რომ არ დახვდათ კონვერტები დაბრუნდა უკან და გაუქმდა. რაც შეეხება დანარჩენ ხმებს. ხელმოწერები არ იყო კომისიის წევრების. სამაგიდო სიებში კომისიის წევრების მხრიდან არ იყო ხელმოწერები დაფიქსირებული. 12-ვე ამომრჩეველეთან არსად სამაგიდო სიებში ხელმოწერები არ იყო დაფიქსირებული”, – განაცხადა გვანცა თოთაძემ.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესი სადაც მისი ორგანიზაციის წევრები არიან დამკვირვებლად , მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.