საქათველოს საერთაშორისო უსაფრთხოება და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები დღეს,
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღნიშნული საკითხი უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილის.
შეხვედრა პროექტის ” ევროპა ჩემოდანში”ფარგლებში გაიმართა. პროექტი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მიერ ხორციელდება.
“საქართველომ გამოცდილება სწორედ ამ ქყვეყნისგან უნდა მიიღოს და ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები დასახოს.
სიმბოლური სახელწოდება შევურჩიეთ პროექტს “ევროპა ჩემოდანში,” რაც იმას გულისხმობს, რომ ექსპერტებს ჩემოდნით ჩამოაქვთ ცოდნა, ასევე ჩვენგან მიაქვთ გამოცდილება, ” – აცხადებს პროექტის ორგანიზატორი, ქრისტინა არაქელოვა.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები ქუთაისის გარდა, თბილისში, მარნეულში, თელავში, ახალციხესა და ბათუმში ჩატარდება.
ფონდი 2003 წლიდან არსებობს. მათი საქმიანობის მთავარი მიზანი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თანამედროვე დემოკრატიებად გარდაქმნის პროცესი და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე აგებული თავისუფალი პოლიტიკური სისტემების დანერგვაა.