2006-2015 წლებში გასხვისებული შენობა-ნაგებობების

კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილი კომისიის მუშაობის ვადის 1 თვით გახანგრძლიება მოითხოვა დღეს გამართულ საკრებულო სხდომაზე.

კომისიის თავმჯდომარემ გია ქობალიანმა, ქობალიანის თქმით კომისიამ გამოავლინა კანონდარღვევის ფაქტები და შესაბამის უწყებებს გადაეცემა.

“სამუშაო ჯგუფი მომდევნო ეტაპზე 2008-2012 წლებში გასხვისებული ქონების კანონიერებას შეისწავლის, რისთვისაც საკრებულოს სხდომაზე მათ მუშაობის ვადა გაუგრძელდათ.
6 ადამიანი ვართ ჯგუფში, მაგრამ რეალურად 4 ვმუშაობთ, რადგან “ლეიბორისტებისა” და “ნაციონალების” წარმომადგენლები პროცესში მონაწილეობას არ იღებენ”,-განაცხადა გია ქობალიანმა.

შეგახსენებთ, რომ კომისია 29 ივნისსშეიქმნა, რომელიც 2006-2015 წლებში გასხვისებული შენობა-ნაგებობების კანონიერების შესწავლას ითვალისწინებს. კომისია 6 წევრისგან შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *