ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია
გაიმართა,2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა “ქართული ოცნების,ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატების და გირჩის ეკონომიკური და სოციალური პროგრამები…
“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ტარედბა სოცილაურ პოლიტიკური პროგრამების პრეზენტაცია მოსახლეობისთვის. ამ შემტხვევაშ 4 პარტია მონაწილეობს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინფორმირებას იმისთვის, რომ მათ არჩევანი გააკეთონ უშუალოდ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე დაყრდნობით”, – განაცხადა ეკოპნომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინე გურულმა.