მაჟორიტარობისთვის ქუთაისში ორი კანდიდატი
47–ე ოლქში ლია გვენეტაძე, ხოლო 48–ში ნუგზარ უგლავა იბრძოლებენ.
მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის მთავარ ამოცანად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებენ.
“ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც “თამაზ მეჭიაური–ერთიანი საქართველოსთვის” ჰქვია. სრულიად ვემხრობი პარტიის ვექტორს, განსაკუთრებით საგარეო საკითხებში. ერთიანობა, ერთიანი პოზიცია და ეროვნულობა არის ის სამი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ქვეყანას ფეხზე დააყენებს. სწორედ ეს თვისებებია პარტიის მამოძრავებელი ძალა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კი მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგება და პრობლემების მოგვარებაა,”- განაცხადა ლია გვენეტაძემ.