“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
წევრმა, ოთარ კახიძემ ქუთაისში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, საქართველოში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა.მან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ტურისტების გაუჩინარებაზე გაამხვილა ყურადღება.
“გახშირდა უცხოეთის მოქალაქეებზე თავდასხმები. ფაქტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოხდა. მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მოვახერხეთ და საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო გავხადეთ, დღევანდელმა უნიათო ხელისუფლებამ ყველაფერი გააფუჭა. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს შესაბამისი ზომები”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.ე
მისივე განცხადებით, 2012 წელს საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სახელდებოდა: “ეს არის უმძიმესი დარტყმა ჩვენს უსაფრთოებაზე, ყველა კარგად ვიცით, რომ საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად პოზიციონირდებოდა. ეს ტურისტულ ინფრასტრუქტურასტან ერტად იყო ტურისტების მოზიდვის მთავარი საშუალება. ამგავრ პოლიტიკას, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს კრიმინალთან ბრძოლის კუთხით უმძიმესი შედეგები იქნება და ამის გამოსწორებას დარსჭირდება წლები”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.