“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა
ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჯიბუხაია წარადგინეს. გუშინ წარდგენაზე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებიც იმყოფებოდნენ. აკაკი ბობოხიძემ ყურადღება რაიონში შეჩერებული პროექტების კერძოდ ოკაცეს კანიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასა და დადიანების სასახლის პროექტის განხორციელებაზე გაამახვილა. კომენტარი გააკეთა ზურაბ ჯიუბხაიამაც: “ვიცი ყველა ადამიანის გასაჭირი, რა პრობლემები არსებობს. მე მზად ვარ შევხვდე ყველას, ადამიანებს, ვისაც გარკვეული პრობლემები აქვთ და დავეხმარო მათ გადაჭრაში”, – განაცხადა ზურაბ ჯიბუხაიამ.
დავით ბაქრაძემ წადგენილი კანდიდატის შესახებ ისაუბრა: “ჩვენი კანდიდატი 3 წლის წინ დაიჭირა “ქართულმა ოცნებამ და საბაბად დაუდეს ის, რომ მან გაჭირვებულ ხალხს უფასოდ დაურიგა ხე-ტყე. ეს ადამიანი დაიჭირეს ხალხის დახმარებისთვის და დღეს, სწორედ ზურაბ ჯიბუხაიას ვასახელებთ მაჟორიტარობის კანდიდატად. იმისთვის რომ, ჩვენს გუნდთან ერთად ხონშიც და ვანშიც მოიტანოს განვითარება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.