გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან შვიდ დღეში მოხდა გაწვევის თავიდან აცილების მსურველთა მნიშვნელოვანი გადინება.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვი უცნობია, ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ის აღემატება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის 2022 წლის თებერვალში მობილიზებული ძალების რიცხოვნობას.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ შორის, ვინც რუსეთის დატოვებას ცდილობს, სჭარბობენ უზრუნველყოფილი და განათლებული ადამიანები.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, „ტვინების გადინების“ დაჩქარებას და მობილიზაციის გამო სამუშაო ძალის შემცირებას რუსეთის შიდა ეკონომიკურ სიტუაციაზე სულ უფრო მზარდი გავლენა ექნება.
21 სექტემბრიდან, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ, რუსეთის დატოვებას ცდილობს ათეულობით ათასი მოქალაქე. მათ შორის სახმელეთო გზით რუსეთთან მოსაზღვრე ფინეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და მონღოლეთში ჩასვლას.