ომის შესწავლის ინსტიტუტი წერს, რომ რუსი სამხედრო ბლოგების ავტორები 28 სექტემბერს შეშფოთებით განიხილავდნენ უკრაინის მიღწევებს ლიმანის გარშემო.
მათი ვარაუდით, რუსეთის ძალები ამ მხარეში შესაძლოა გარდაუვალი დამარცხების წინაშე აღმოჩნდნენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არაერთი რუსი სამხედრო ბლოგერი და სამხედრო კორესპონდენტი აცხადებს, რომ უკრაინული ჯარები წინ მიიწევენ ლიმანის დასავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით და მუშაობენ რუსული ჯარების ალყაში მოსაქცევად.
ISW წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ რეაგირებს რუსეთის ამჟამინდელ დანაკარგებზე ლიმანის გარშემო და არ მომზადებულა ფრონტის ხაზის ამ სექტორის კოლაფსისთვის.
“კრემლს შეუძლია დროებით გადადოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ანექსიის გამოცხადება, რათა უკეთ მოამზადოს რუსული საინფორმაციო სივრცე და ადმინისტრაციული ორგანიზაცია, თუმცა 30 სექტემბერი რჩება ყველაზე სავარაუდო თარიღად რაიმე სახის ანექსიის განცხადებისთვის”, – წერია ანგარიშში.
ISW აღნიშანვს, რომ რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს ახლად მობილიზებული და არასაკმარისად გაწვრთნილი ახალწვეულების გაგზავნას ფრონტზე ქვედანაყოფების გასაძლიერებლად, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც ადრე ითვლებოდნენ რუსეთის უმთავრეს კონვენციურ საბრძოლო ძალებად.
რუსეთის ძალები ლიმანში, შესაძლოა, გარდაუვალი დამარცხების წინაშე აღმოჩნდნენ- ISW