გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომმა 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა.
ასევე, ომმა კიდევ 345 მილიონი ადამიანის საკვებით უზრუნველყოფაზე მოახდინა გავლენა. ორგანიზაცია შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს.
გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბიზლიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ 2020 წელს Covid-19-ის პანდემიის დარტყმის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომმა პლანეტის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა კიდევ უფრო გაართულა.