ხარკოვის ოლქში ხუთი მოზარდი გაათავისუფლეს, რომლებიც რუს ოკუპანტებს სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი.
ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბავშვები სარდაფში „ფილტრაციის ზომების“ მიღების შემდეგ გამოკეტეს.
„როგორც გაირკვა, ოთხი გოგონა და ერთი ბიჭი 7 დღე სარდაფში იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ოკუპანტებმა „ფილტრაციის ზომების“ განხორციელების შემდეგ სარდაფში ჩაკეტეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
15 სექტემბრის დილის მონაცემებით, უკრაინელებმა ოკუპაციისგან ხარკოვის ოლქის 400 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.