უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

 

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრინიკმა განაცხადა რუსულ მედიასთან.

ბასტრიკინი აცხადებს, რომ “კაცობრიობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში”, რასაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, 220-ზე მეტი პირია გამოვლენილი, მათ შორის, არიან შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლები.

,,აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები უკრაინის ტერიტორიაზე დაქირავებული მებრძოლების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობაზეც და გამოძიება მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, ნიდერლანდებისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის, “რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფის წევრების”, შეიარაღებული დაჯგუფებების წარმომადგენლების წინააღმდეგ აღძრულია 1 300-ზე მეტი საქმე, საიდანაც პასუხისმგებლობა 400-ზე მეტ პირს ეკისრება,’’-განაცხადა ალექსანდრ ბასტრინიკმა.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებული აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ქართილი ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *