რუსეთის ხელისუფლებამ ძებნილად გამოაცხადა უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი, რომლის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების, „ტასს“-ის და „რია-ნოვოსტი“-ს ცნობით, გორდონის, როგორც ძებნილის მონაცემები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ბაზაში შეიტანეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გორდონის წინააღმდეგ საქმე 2022 წლის მარტში აღძრა ომის გაჩაღებისკენ მოწოდებების, ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივების და რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებებით. თავად ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია, რადგან ნიშნავს, რომ საკუთარ მოვალეობას პატიოსნად ასრულებს.

2021 წლის ოქტომბერში, დმიტრი გორდონი, რომელსაც პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა სურდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინაში გააბრუნეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *