კრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 322-მდე გაიზარდა, დაშავებულია 581-ზე მეტი არასრულწლოვანი.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 301, ხარკოვის ოლქში – 170, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 028 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 209 მთლიანად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.