უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 32 750 რუსი მებრძოლი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში ყოველდღიურად 300-მდე რუსი სამხედრო იღუპება.
რიცხვებში: უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის განადგურებულია 1 440 რუსული ტანკი, 722 საარტილერიო და 97 საზენიტო საბრძოლო სისტემა. გარდა ამისა:
213 თვითმფრინავი;
179 ვერტმფრენი;
13 გემი, ნავი;
2 485 საავტომობილო ტექნიკა.
რაც შეეხება უკრაინის დანაკარგებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის შეჭრის დღიდან 10 000 ჯარისკაცი დაკარგეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით კი, მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში დღეში 60-დან 100-მდე ჯარისკამდე კარგავენ და 500 სამხედრო იჭრება.