აშშ-ის კონგრესის სპიკერმა პოლ რაიანმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
multicat=50 ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება.
ტელეკომპანიის ცნობით, ტრამპს გამარჯვება მიულოცა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმაც.
“ვულოცავ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამს და აშშ-ის თავისუფალ ხალხს” , – წერს ლე პენი.
თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით შოკირებულია.
როგორც მან განაცხადა, ინფორმაცია დონალდ ტრამპის ლიდერობაზე მისთვის “უზარმაზარი შოკი” გახდა.