21 დეკემბერს, 18:00 საათზე ქუთაისში, კაფე Teahouse Foe-Foe-ში გაიმართება ირაკლი მაჩიტაძის რომანის – „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ – პრეზენტაცია.

„სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ ირაკლი მაჩიტაძის სადებიუტო ნაწარმოებია.

ყველაფერი „პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ“ იწყება…
ყველას გინახავთ სიკვდილის ლურჯი ეკრანი. უფრო მეტად ცნობილია მისი ინგლისური სახელწოდება BSD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა აპარატული ან პროგრამული შეცდომების შედეგად ვეღარ ფუნქციონირებს, „იჭედება“ და არსებობს ერთადერთი გამოსავალი – კომპიუტერის გადატვირთვა. დაახლოებით ასეთი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რომელსაც საოცარი ამბავი გადახდება თავს. ეს სამუდამოდ შეცვლის მის მსოფლმხედველობას და, მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსოფლიოც შეცვალოს.

 

ირაკლი მაჩიტაძე რადიო ,,ძველი ქალაქის” დამფუძნებელი და დირექტორია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *