ქუთაისის დავით კაკაბაძის სამხატვრო გალერეაში მხატვარ ლადო თევდორაძის ნამუშევრების დათვალიერებაა შესაძლებელი.

გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნა. მხატვრის 50-წლიანი შემოქმდების ამსახველ ნამუშევრებში საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული და სხვადასხვა ადამიანის ტიპაჟია წარმოდგენილი. გამოფენა იუმორით და მსუბუქი ირონიითაა გაჟღენთილი.

,,ეს გამოფენა განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა ქუთაისში. მანამდე მას ჰქონდა გამოფენები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის მასშტაბით. დაახლოებით, მხატვრის 60-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, დამთვალიერებელმა ისიამოვნა,’’-ამბობს დავით კაკაბაძის სამხატვრო გალერეის ხელმძღვანელი ელისო ჩოგოვაძე.

გამოფენა ორი კვირა გასტანს.

 

alt

 

alt

 

alt

 

alt

 

alt

 

alt

 

alt

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *