9 ივლისს, ქუთაისში, ფილმის ,,თავისუფლებისთვის” ჩვენება გაიმართა.

 

ფილმში ქართველთა და უკრაინელთა თავისუფლებისთვის ბრძოლაა ასახული. წარმოდგენილია რუსული სისასტიკის ამსახველი კადრები, ასევე, ორი ერის თავდაუზოგავი ბრძოლა აგრესორის წინააღმდეგ. ფილმი გვიჩვენებს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ევროპული არჩევანი ქართული იდენტობის დაცვაა.

,,ფილმის ნახვის შემდეგ, საზოგადოება თავად მიდის იმ დასკვნამდე, რომ ევროპისკენ სვლა ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა და ჩვენ სწორედ ქართველობას გვართმევენ, როცა ევროპულ პერსპექტივას გვიკლავენ. ამას ამბობენ არა აქტივისტები, არამედ ჩვენზე ბევრად ავტორიტეტული ადამიანები, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისთვის თავი გასწირეს. ისინი უკეთ გააგებინებენ ხალხს, რა დევს სასწორზე და რას დავკარგავთ, თუ ევროპულ პერსპექტივაზე უარს ვიტყვით,”-ამბობს ჟურნალისტი და პოლიტიკოსი თამარ ჩერგოლეიშვილი.

,,ეს ფილმი მაყურებელს კიდევ ერთხელ ახსენებს რა გზა გამოიარა საქართველომ და რა გზას გადის უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მაყურებელმა ნათლად დაინახა რამხელა ბოროტებაა ჯერ საბჭოთა რუსეთი, შემდეგ პუტინის რუსეთი და რამხელა პასუხისმგებლობაა ის შანსი, რაც ახლა გვეძლევა. თუ ევროპულ არჩევანზე უარს ვიტყვით, ამას თაობები გადაიხდიან. სწორედ ამიტომ, ფილმი არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომელსაც თავისუფალ და მშვიდობიან სამყაროში სურს ცხოვრება,”-ამბობს პოლიტიკოსი გიგა ბოკერია.

ფილმის პრეზენტაცია 3 აპრილს თბილისში გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *