22 ნომებერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, მაყურებლის წინაშე ყაზახეთის აქტაუ მანგისტაუსის რეგიონალური მუსიკალური დრამატული თეატრი წარდგა.
თეატრმა მიუზიკლი ,,ხანუმა’’ წარმოადგინა, რომელიც ქართველი დრამატურგისა და მსახიობის, ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით დადგეს.
სპექტაკლის რეჟისორი მირ გალიევა გულსინაა.
რეჟისორის თქმით, ყაზახეთში ჯერ კიდევ არსებობს ხანუმას პროფესია და მიუზიკლი ყაზახურ გარემოს ასახავს.
,,ჩვენს თეატრში დიდი რეპერტუარია, ესენია: შექსპირი, ყაზახური კლასიკა, საერთაშორისო კლასიკა, მათ შორის, ავქსენტი ცაგარელის ,,ხანუმა’’. ეს სპექტაკლი არის თითქმის ყველა ყაზახურ თეატრში. ჩვენ შევიყვარეთ ეს სპექტაკლი პირველ რიგში მისი მუსიკალურობის გამო. ყაზახებს შორის აქტუალურია ეს სპექტაკლი ადაპტირებულია ყაზახეთზე და ახალგაზრდობისთვის საინტერესოა,’’-ამბობს რეჟისორი მირ გალიევა გულსინა.
წარმოდგენა თეატრალური ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთის’’ ფარგლებში გაიმართა. ფესტივალი 16 ივნისს გაიხსნა და 1-ელ ივლისს დასრულდება.