ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი, სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფებთან, დასრულდა.
#EU4Culture პროექტის ფარგლებში, გუშინ, 20 დეკემბერს შეხვედრები არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებთან გაიმართა.
კულტურის სფეროში მოღვაწე, გარემოს დაცვის საკითხებზე ორიენტირებულ, შშმ პირების საკითხებზე მომუშავე, ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებულ, გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იქნა ის საკითხები, რაც პრიორიტეტულია არასამთავრობო სექტორისთვის და რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება ქუთაისის კულტურის სტარტეგიაზე მუშაობის პროცესში.
კულტურის ქვე-სექტორებთან და ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრებს თანა-აპლიკანტი კომპანიის „Creative Solution“-ის ხელმძღვანელი ზვიად მჭედლიშვილი უძღვებოდა.
#EU4Culture პროექტის ფარგლებში, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ქუთაისს 6 თვეში კულტურის განვითარების სტრატეგია უნდა ჰქონდეს.