25 დეკემბერს, 18:00 საათზე ქუთაისში,  კინოთეატრ „საქართველოში“ ალექსანდრე კობერიძის ფილმის „ რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ პრემიერა გაიმართება.

 

ფილმის ჩვენება ქუთაისის მერიის და ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მიერ არის ორგანიზებული.

დასწრება თავისუფალია.

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია. ფილი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა. სიუჟეტი ქუთაისში ვითარდება.

სამსახიობო გუნდის წევრები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე არიან.

ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.

ალექსანდრე კობერიძემ  „ბერლინალეზე“ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის მიღებული ჯილდო “რიონის ხეობის მცველებს” მიუძღვნა.

ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმს საუკეთესო სცენარისთვის ვერცხლის ჰიუგო გადაეცა.

„ორსაათნახევრის განმავლობაში რეჟისორი ოსტატურად გვიჩვენებს ქუთაისურ ცხოვრებას და მაგიურად აქსოვს [სიყვარულთან] ხელახლა შესახვედრად ძიების პროცესს“, – წერდა გერმანული Movie break ფილმის შესახებ.

„დაივიწყეთ პარიზი, ვენეცია ან ნიუ-იორკი, როგორც ჩანს, სინამდვილეში ქუთაისია სიყვარულის ქალაქი…”  ჟურნალი Tilt ალექსანდრე კობერიძის ფილმზე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *