12 ნოემბერს, მესხიშვილის თეატრის სცენაზე შექსპირის ,,მაკბეტის’’ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლში მონაწილეობას მესხიშვილის თეატრის დრამატულ დასთან ერთად მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სასწავლებლის კაპელაც მიიღებს. სცენაზე, კაპელას ჩათვლით, 70 არტისტი დგას.

სპექტაკლის რეჟისორის და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, კოტე აბაშიძის თქმით,  აღნიშნული პიესის სცენაზე გადმოტანა თეატრისთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან ,,მაკბეტის’’ დადგმა თეატრის დიდ შემოქმედეით ამბიციაზე მიუთითებს.

 

,,, შექსპირის ნებისმიერი პიესის დადგმა არის მოვლენა, რადგან ეს არის პრეტენზიული ფგანაცხადი, დიდი გამოწვევა და თეატრს ამ გამოწვევის ძალა უნდა შესწევდეს. როცა ლაპარაკია ,,მაკბეტზე’’, ეს ხაზს უსვამს მთელი თეატრის არა მხოლოდ შემოქმედებით არამედ ტექნიკურ პოტენციალს. Არ ვგულისხმობს აპარატურის, განათების დონრეს, აქ საუარია თეატრის შრომით ორგანიზაციაზე და შემოქმედებით პოტენციალზე. მესხიშვილის თეატრის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა კაპელა დრამატულ თეატრში მონაწილეობს არა როგორც ქორო და გუნდი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, არამედ როგორც სპექტაკლის ორგანული ნაწილი და პერსონაჟი. როცა ეს იდეა გავახმოვანე, ბევრ ჩვენს მეგობარს ეჭვი ეპარებოდა როგორ შეძვლებდით კაპელას ამოძრავებას დირიჟორის გარეშე და როგორ მოხდებოდა ინტეგრაცია. შემოქმედებითი თვალსაზრისით როგორ მოხდა, ამას მაყურებელი შეაფასებს, მაგრამ ის, რომ კაპელა დრამა ერთი მთლიანობაა, ეს ფაქტია,”-ამბობს კოტე აბაშიძე.

სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *