მესხიშვილის თეატრის სცენაზე მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი ,,ღია შუშაბანდი’’ ითამაშა, რომლის რეჟისორი კახა გოგიძე, პიესის ავტორი კი შადიმან შამანიძეა.
28 წლის წინ დაწერილი პიესა ახლებური გააზრებით იყო წარმოდგენილი.
,,ყველასთვის ცნობილი სპექტაკლი კახა გოგიძემ ახლებური სტილით დადგა, მაგრამ იდეა არ შეცვლილა ეს არ არის ერთი კონკრეტული ოჯახის პრობლემა. ჩვენს რეალობაში მსგავსი სცენები ხშირია. მშობლების გავლენა შვილებზე, სირცხვილიას მომენტი, ხალხი რას იტყვის მომენტი ჩვენი თაობის და წინა თაობების პრობლემაცაა. სწორედ ამ პრობლემის დაძლევაზეა აცენტი გადატანილი სპექტაკლში. მნიშვნელოვანია ავიღოთ საუკეთესო მშობლებისგან და მეტი კარგი გადავცეთ ჩვენს შვილებს, რადგან ჩვენ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაინც მშობლებს ვემსგავსებით,’’-ამბობს მსახიობი მალხაზ შაყულაშვილი.
,,სპექტაკლი, რომელიც მესხიშვილის თეატრის სცენაზე წარმოვადგინეთ, ძველი სპექტაკლია, მაგრამ კახა გოგიძემ იგი ახლებური გააზრებით დადგა. სადაც დავდგით, ყველგან დიდო მოწონება დაიმსახურა. მართალია ის მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, მაგრამ ბოლოს ახალგაზრდობა გადაწყვეტს გაარღვიოს მოჯადოებული წრე და არ შეეგუოს სიღარიბეს. პრობლემა ისიცაა, რომ ქალი არ მუშაობს და ოჯხის რჩენა მხოლოდ კაცის ვალია, მაგრამ ეს ძველი სპექტაკლია და ახლა ქალს მეტი შანსი აქვს იყოს რეაილიზებული,’’-ამბობს მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლია სულუაშვილი.
მესხიშვილის თეატრში კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში მესხეთის თეატრი გასტროლით იმყოფებოდა.