ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს.
კულტურის მინისტრმა “მთავარის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი 22 ივლისს, სენაკის თეატრში წაართვა.
ჟურნალისტმა პოლიცია იმავე დღეს გამოიძახა, თუმცა, როგორც გოგოხიამ თქვა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საქმე არა მათი, არამედ კრიმინალური პოლიციის კომპეტენცია იყო.
ასევე, 25 ივლისს სვანეთში მყოფმა კულტურის მინისტრმა ემა გოგოხიას სვანეთიდან მიმართა და უთხრა, რომ არხის კუთვნილ მიკროფონს სწორედ აქ დაუბრუნებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, კულტურის მინისტრის თქმით, ჟურნალისტი მიკროფონს სამ ოქტომბრამდე ვერ მიიღებს.