21 აგვისტოს გაბრიაძის თეატრმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის ქალაქ სიონში გამართულ Le Sion Festival-ში.

“ეს თეატრის პირველი გასტროლია ბატონი რეზოს გარდაცვალების შემდეგ”, – წერს თეატრის წარმომადგენლობა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
რეზო გაბრიაძე 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
რეზო გაბრიაძის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები “არ იდარდო”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “ფეოლა”, “ქვევრი”, “შერეკილები”, “მიმინო”, “ქინძაძა”.
2010 წელს რეზო გაბრიაძემ მარიონეტების თეატრის გვერდით ააშენა უნიკალური საათიანი კოშკი, რომელიც მალევე გახდა დედაქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათი.
ფოტო: Gabriadze Theatre
