“რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე? იმიტომ

რომ, მაგალითად, როდესაც მე გახდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას. მე მუდმივად მქონდა იმის განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი. აღმოჩნდა, რომ იტალიელ ექსპერტებს სურთ მშვიდ გარემოში მუშაობა,”-ეს განმარტება თეა წულუკიანმა გელათში განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა და განმარტა, რატომ არ ეძლევა მედიას გელათის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება, სადაც იუნესკოს ექსპერტები უკვე მეორე დღეა მუშაობენ.

იუნესკოს ექსპერტები გელათში 30 ივნისამდე იმუშავებენ. როგორც კულტურის მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ განაცხადა, ექსპერტები თავიანთ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ საქართველოში კვლევის შედეგებს გამოაგზავნიან. ექსპერტთა ჯგუფი კედლის მხატვრობის დაზიანებისა და სახურავის მოწყობის ხარვეზების დიაგნოსტიკას მოახდენს. გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები და შემუშავდება სამოქმედო გეგმა. 

გელათის მონასტერში შესვლა შეზღუდულია, რაც “ევროპა ჩვენი სახლია”-მ გააპროტესტა, რომელიც გელათში არსებულ პრობლემებზე პირველივე დღიდან საუბრობს. მისი წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის თქმით, სამუშაო პროცესი ხარაჩოებზე მიმდინარეობს, რაც ტაძარში სრულად გადაადგილებას არ უნდა ზღუდავდეს.

ექსპერტების სამუშაო პროცესის ამსახველი მასალა კულტურის სამინისტრომ 23 ივნისს გაავრცელა:


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *