თეატრალური იმერეთის საკონკურსო დღეები
გრძელდება. დღეს მაყურებლის წინაშე საჩხერის თეატრი წარდგება. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “ფუტურო ადამიანები”. წარმოდგენის რეჟისორია გიორგი მეტონიძე.
თეატრალური იმერეთი 17 ივნისს დაიწყო. მაყურებელმა უკვე იხილა ქუთაისის, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ხონის თეატრების გამოსვლა. სპეციალური სტუმრის რანგში მოწვეული იყო თავისუფალი თეატრი, რომელმაც სპექტაკლი “სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი” ითამაშა.
“თეატრალური იმერეთი” 1-ლ ივლისს დასრულდება. გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული.
კოვიდ 19-ის გამო, წელს ფესტივალში მონაწილეობას საერთაშორისო სტუმრები ვერ შეძლებენ.
ფესტივალი მესხიშვილის თეატრის დიდ დარბაზში ჩატარდება. ღონისძიებებს 250-დან 300-მდე მაყურებელი დაესწრება.