გელათის სამონასტრო კომპლექსში
იუნესკოს უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელᲘ სამუშაოები მიმდინარეობს. Ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. Სამინისტროს განმარტებით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად – გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რათა უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალება მიეცეთ.
Როგორც სამინისტროში ამბობენ, საქართველოს იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა. მოხდება კედლის ფერწერის დაზიანებული ნაწილების შესწავლა და ზიანის გამოსწორების მიზნით სამოქმედო გეგმის დასახვა.
Შემდეგ კი ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა.
Სამუშაოები კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა, თუმცა, წულუკიანის გელათში ჩასვლა მედიისთვის ცნობილი არ ყოფილა.
“Გელათის მონასტერში დავასრულეთ შემოწმების პროცესი და დავრწმუნდით, რომ ხარაჩოები უსაფრხოდაა მოწყობილი იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეულად დავხვდეთ იუნესკოს ექსპერტებს, რომლებიც არა მხოლოდ ფერწერის, არამედ სახურავის მდგომარეობას შეაფასებენ. Ჩატარდება შესრულებული ხარვეზიანი სამუშაოების ესპერტიზა და შემუშავდება ამ ხარვეზების აღმოფხვრის გეგმა,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.
Შეგახსენებთ, გელათის სამონასტრო კომლექსში წყალი ჩავიდა და ფრესკები დაზიანდა. Სხვაასხვა სამუშაოების შემდეგ პრობლემა ვერ აღმოიფხვრა და გელათი კვლავ საფრთხეშია.