მესხიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, კოტე აბაშიძის თქმით, მომდევნო სამი თვე შემოქედებითად დატვირთული იქნება. 3 აპილს თეატრის სცენაზე ლუიზ კეროლის ,,ელისი საოცრებათა ქვეყანაში’’ პრემიერა შედგება. პირველად მესხიშვილის თეატრის ისტორიში თოჯინების და ცოცხალი პლანი გაერთიანდება და სცენა მსახიობებთან ერთად თოჯინებსაც დაეთმობათ.

 

,,საინტერესო სინთეზია, რომელიც დიდ ოსტატობას მოითხოვს. იმედია მაყურებელს ეს სინთეზი მოეწონება,’’-ამბობს კოტე აბაშიძე.

აპრილის თვეში ასევე ნუგზარ ლორთქიფანიძის ,,თქვენო უდიდებულესობავ’’ დაიდგმება, რომლის რეჟისორიც კოტე აბაშიეა. სპექტაკლი ნუგზარ ლორთქიფანიძის ხსოვნას მიეძღვნება.

პარალელურად მეხიშვილის თეატრმა მუშაობა დაიწყო სპექტაკლზე ,,უილიამ მაკბეტი’’, რომელშიც მესხიშვილის თეატრი და ქუთაისის კაპლა გაერთიანდება და ერთობლივ შემოქმედებას წარმოადგენს. სპექტაკლის პრემიერა ივნისის ბოლოს გაიმართება. ამ სპექტაკლიტ წარსდგება მესხიშვილის თეატრი სექტემბერის კულტურულ ფორუმს,რომელიც ქუთაისში გაიმართება.

,,ჩვენ ვემზადებით  დიდი კულტურული მოლენისთვის, რომელსაც 500 დელეგატი დაესწრება. თეატრმა მუშაობა იმ დროს შეწყვიტა, როცა მაყურებლის რაოდენობა 10-15%-ით იყო გაზრდილი. იმედი მაქვს, ჩვეულ რეჟიმში ცავდგებით და მაყურებელი ისევ ივლის თეატრში’’-ამბობს კოტე აბაშიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *