ქუთაისში გენდერული პრობლემატიკისა და პოლიციის მიმართ სანდოობის თემაზე გამოფენა და პანელური დისკუსია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე ის ანიმაციური ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ და ქალებს მამაკაცების თანასწორად წარმოსახვავენ. ასევე ნაჩვენებია მაგალითები იმისა, როგორია სამართალდამცველების დამოკიდებულება მოქალაქებისადმი. შეხვედრა პროექტის ,,მრავალფეროვნება, ინკლუზია და გენდერული თანასწორობა თავდაცვისა უსაფრთხოების ინტიტუტებში’’ ფარგლებში გაიმართა.

ილუსტაციებზე ჯარში და სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმებულ ქალებს ვხედავთ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, ამით საზოგადოებისთვის იმის თქმა სურთ, რომ მიუხედავად საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა, ქალებსაც შეუძლიათ სამხედრო და ძალოვან უწყებებში წარმატების მიღწევა.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილია ნამუშევრები , რომელშიც ნათლად ჩანს პოლიციელების სოლიდარული დამოკიდებულება ადამიანებისადმი.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნახატი არა რეალობას, არამედ სასურველს ასახავს და ამ კუთხით ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია.

,,პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა ადამიანებმა უკეთ აღიქვან რეალობა და გენდერული თანასწორობის და მრავალფეროვანი გარემოს შესახებ ჰქონდეთ მეტად ხელშესახები ინფორმაცია.” – ამბობს პროექტის კოორდინატორი ბექა ძოწენიძე.

,,მოხარული ვარ, რომ ვესწრები ღონისძიებას, რომელიც მეტად აქტუალურ თემას ეხება. აქ ხედავთ როგორ იმსხვრევა სტერეოტიპები და როგორ მსახურობენ ქალები ჯარში. არ არსებობს ქალისა და მამაკაცის სამსახური. ქალს, ისევე როგორც მამაკაცს შეუიძლია ემსახუროს თავის ქვეყანას. ქალის მოვალეობა მხოლოდ ოჯახის მოვლით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, მას შეუძილია ნებისმიერ სამუშაოზე დასაქმდეს და იყოს რეალიზებული’’-ამბობს ზურა ქარქაშაძე.

ღონისძიება ,,სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში’’ დაფინანსებით გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *