Საქართველოს თეატრალური
Საზოგადოების გადაწყვეტილებით, Სალომე ყანჩელის სახელობის ჯილდო მსახიობ ენდი ძიძავას მიენიჭა. პრემია მსახიობმა ანას როლის შესრულებისთვის სპექტაკლში “გადაუღებლად წვიმს… 13.06” დაიმსახურა, რომლის რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილია.
ასევე, თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, ამაგდარის წოდება მიენიჭა მსახიობ ნუკრი (ნანი) მიქაძეს.
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის “გაყრა” დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
Დღევანდელ თარიღს თეატრები მაყურებლის გარეშე შეხვდნენ. Კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, ყველა მათგანის ფუნქციონირება შეჩერებულია.