მე-13 საქალაქო ბიბლიოთეკის საავტორო
ფოტოკონკურსი “წიგნი ობიექტივიდან-2020” დასრულდა. გამოვლინდნენ საპრიზო ადგილების მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
პირველი ადგილი ასმათ გოგატიშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე ფარნა გავაშელი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი სალომე კერესელიძეს ერგო.
ნომინაციები კი ასე გადანაწილდა:
“ემოციური მკითხველი” – მარიამ ჩავლეიშვილი;
“იუმორისტული ფოტო” – კატო ქარქაშაძე;
“პლანეტარული ბრძოლა” – ლიკა ანდრიაძე;
“კოვიდ-19” – ლალი კაპანაძე;
ფოტორეპორტაჟი – ბაჩო ნადირაძე.
ფოტოკონკურსი რამდენიმე წელია ტარდება.