ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების
და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება აცხადებს ყოველწლიურ ფოტოკონკურსს “ილო 2020”, რომელიც ეძღვნება ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ხსოვნას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სრულწლოვან ფიზიკურ პირებს, პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს.
ფოტოკონკურსის ძირითადი თემა არის “ქუთაისი” – ფოტონამუშევრებზე ასახული უნდა იყოს ავტორის პირადი დამოკიდებულება ჩვენს ქალაქთან – ქუთაისის ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურა.
რუბრიკები : “ჩვენი ქალაქის პორტრეტები” – მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პორტრეტული ნამუშევრები. • “ჩემი ქალაქი” – ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებისთვის, მონაწილეებმა თავის ნამუშევრებში უნდა ასახონ თავისი მშობლიური ქალაქი, მისი ინდივიდუალობა და ხასიათი. კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები ( ჯპგ ფაილში, როგორც დამუშავებული კადრები, ასევე მათი ორიგინალიც, პლაგიატის თავიდან აცილების მიზნით). ფაილები განაცხადთან ერთად უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი #3, I სართული, მერიის კანცელარია ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:cesykutaisi@gmail.com.
კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფოტოები სხვადასხვა ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული ფოტოგრაფია, ფოტორეპორტაჟი ). კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ, კონკურსის რომელ სექციაში სურთ მონაწილეობის მიღება (ძირითადი კონკურსი თუ რუბრიკები). ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ფოტოს. კონკურსში წარმოდგენილი ფოტოების საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის . გამოსაგზავნი ფაილის მოცულობა – 20ხ30 სმ, 300 dpi, საკონკურსო ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 წლისა. ჟიურის აქვს უფლება ფაილები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს, არ განიხილოს კონკურსში მონაწილეობისთვის. კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ფოტოკონკურსის ფარგლებში, დაჯილდოების დღეს, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც გამოიფინება კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები და 50 საუკეთესო ფოტო. ფოტოკონკურსში წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური. გამარჯვებულების გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და კონკურსის თემასთან ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით. საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2020 წლის 27 ნოემბრიდან -12 დეკემბრის ჩათვლით. შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 17 დეკემბერს. ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია : ძირითადი კონკურსი: ” ქუთაისი” : პირველი პრემია – 875 ლარი, მეორე პრემია – 625 ლარი, მესამე პრემია – 375 ლარი. რუბრიკები: “ჩვენი ქალაქის პორტრეტები” : პირველი პრემია – 875 ლარი, მეორე პრემია – 625 ლარი, მესამე პრემია – 375 ლარი. “ჩემი ქალაქი” (დაძმობილებული ქალაქებისთვის) – გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფასიანი საჩუქარი, (2021 წლის 2 მაისს, ქალაქის დღესასწაულზე, ამასთან, სასტუმროს და კვების ხარჯს აანაზღაურებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია).
დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებმა უნდა მიმართონ მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, II სართული, კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. ტელეფონები: 598 211 291; 579 100 200; 243739 ან ელექტრონულ ფოსტაზე cesykutaisi@gmail.com.