ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ახალი, 52-ე სეზონი გახსნა.
პანდემიის გამო, სეზონის გახსნა საოპერო სცენის ნაცვლად, მესხიშვილის თეატრის ეზოში შექმნილ ახალ ღია თეატრალურ სივრცეში -“მწვანე თეატრში” გაიმართა. ჩატარდა ერთგანყოფილებიანი კონცერტი.
ქართული საოპერო მუსიკის კონცერტში მონაწილეობდნენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.