ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო
თეატრმა სეზონი პრემიერით გახსნა. თეატრალური წარმოდგენა, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღია სივრცეში გაიმართა.
მსახიობებმა, მარტინ მაკდონახის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი “ობლები” წარმოადგინეს, რომელიც მოწვეულმა რეჟისორმა, ვახტანგ ნიკოლავამ დადგა.
ექსცენტრიულ კომედიაში მონაწილეობდნენ მსახიობები: თემურ კიკნაველიძე, გიორგი გლოველი, ზურაბ აბესაძე, ნინიკო აბესაძე.