ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნება. მერიის ინფორმაციით,
სკვერში თეატრ ,,მოდუსის” და ქუთაისის პანტომიმის თეატრის მსახიობები წარმოადგენენ პერფორმანსს სხვადასხვა თემაზე, 19:00 საათზე კი “ოჩოს ქოხის” კონცერტი გაიმართება.
სკვერის ტერიტორიაზე გაშენდა მწვანე დეკორატიული ნარგავები, მოეწყო მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა. დაიდგა ძელსკამები და მოწესრიგდა საპარკე ინფრასტრუქტურა. სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 485 113 ლარი, გასული წლის ნოემბერში დაიწყო და შპს “ნიუ სთაილმა” შეასრულა.