თბილისში გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, განახლებულია ექსპოზიციია, რაც გულისხმობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეს.
მასში დაცულია, როგორც ბინა-მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები. საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, ინსტალაციები კი, რომლებიც მუზეუმში დაგხვდებათ, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება.
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი თბილისში, კ. მარჯანიშვილის ქ. N4-ში მდებარეობს. მუზეუმი ღიაა დამთვალიერებლებისთვის ყოველდღე 10:00 საათიდან 18:30 საათამდე.
დავით თაბაგარის ფოტო | თბილისის მერია