ქუთაისში, გაბაშვილის პარკი მუშაობას განაახლებს. როგორც პარკის დირექტორმა კახა კუხიანიძემ რადიო
,,ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, მუშაობის გასაახლებლად რეკომენდაციები მიიღეს. პარკში მისულ დამსვენებელს დეზობარიერის და დეზინფექციის გავლა მოუწევს, დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება ატრაქციონებით სარგებლობისას.
,,ფუნქციონირების განსაახლებლად საჭიროა შემოსასვლელებში განთავსებული იყოს დეზობარიერები, შესაბამისი ხსნარების დეზინფექციისათვის, უნდა დამუშავდეს ზედაპირები, რასაც ხელით ეხება ადამიანი. საბაგიროებში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და უნდა ატარებდნენ პირბადეს, რადგან სივრცე დახურულია. ატრაქციონებზე დისტანციურად უნდა განთავსდნენ დამსვენებლები.”- განაცხადა პარკის დირექტორმა კახა კუხიანიძემ.
ატრაქციონებისა და საბაგიროთი სარგებლობის საფასური არ იცვლება. რაც შეეხება მუშაობის განრიგს, პარკი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის დილის 6 საათიდან, ღამის 12 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას დღის 12 საათიდან რამის 12 საათამდე იმუშავებს.