ახალი პროექტი, ,,ლიტერატურა სოლიდარობისთვის”, იწყება. იდეა ლიტერატურით,
ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ეკუთვნით. მისი მიზანია მხარდაჭერა გამოუცხადოს ავტორებს და თანადგომის პროცესში ჩართოს მსურველი ავტორები. პროექტის ფარგლებში იგეგმება არაერთი ლიტერატურული შეხვედრის გამართვა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ურთიერთთანამშრომლობისა და ცალკეული ინიციატივების საფუძველზე თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში მონაწილე ხელოვანებისთვის მატერიალური ყოფის მცირედით შემსუბუქებას გეგმავენ.
,,პროექტი ახალია. პოსტპანდემიური პერიოდის რეფლექსიაა. ამ სახით ეს პროექტი არ ყოფილა, თუმცა პირველი შეხვედრის მონახაზი გაკეთებულია და მალე იქნება. ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა წაიკითხონ საკუთარი შემოქმდებიდან ეპიზოდები, გაიმართება თემატური დისკუსიები.”- განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თაკო შუკაკიძემ.
პროექტის ფარგლებში დახმარების მსურველებს მიმართვის საფუძველზე შეარჩევენ და საქველმოქმედო შეხვედრიდან შეგროვებული თანხა მათზე თანაბრად გადანაწილდება.
პირველ ეტაპზე, სანამ პროექტს მხარდამჭერები გამოუჩნდება, ლიტერატურული შეხვედრები თბილისში გაიმართება.