ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და ესეისტის, პაოლო იაშვილის დაბადებიდან 126 წელი შესრულდა.
ის ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთში 1894 წელს დაიბადა. 1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ “ცისფერყანწელთა” ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე.
რადიო ,,ძველი ქალაქი” იმ ადგილით დაინტერესდა, სადაც ქუთაისში პაოლო იაშვილი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ვრცლად მწერილის შესახებ სიუჟტეიდან შეიტყობთ.
სახლი, სადაც პაოლო იაშვილი ცხოვრობდა, ქუთაისში, მისივე სახელობის ქუჩაზე, N29-ში მდებარეობს.
პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლები ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან. მოქანდაკე: გიორგი კიკვაძე.
ფოტოები: ანი შვანგირაძე