ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელოვნების
განყოფილება პროექტს “პატარა გიდი” იწყებს. მასში მონაწილეობის მიღება 10-13 წლამდე მოსწავლეებს შეუძლიათ. პროექტი გულისხმობს, რომ შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლე ერთი დღით ესტუმრება მუზეუმს და საზოგადოებას წარუდგენს კურატორის მიერ შერჩეული ერთი ექსპონატის მოკლე (5-7 წუთიანი) ისტორიას.
“მოსწავლე გაგვაცნობს ავტორს, აღწერს ხელოვნების ნიმუშს, გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას აღნიშნული ექსპონატის შესახებ და გამოიწვევს შემდეგ სკოლას პროგრამაში მონაწილეობისათვის. ვიდეო ჩანაწერი დაიდება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფეისბუქ გვერდზე,”-აცხადებენ მუზეუმში.
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია მოსწავლეს შეეძლოს: გარკვევით და გამართული საუბარი, კომუნიკაბელურობა, ტექსტის სწრაფად ათვისების უნარი, ვიდეო კამერის წინ პრეზენტაციის უნარი, მუზეუმში დაცული ექსპონატების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე