კორონავირუსის გამო, ქუთაისში თეატრის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გადაიდო. როგორც ქუთაისის
ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება ქუთაისში ღონისძება აუცილებლად ჩატარდება. თეატრის მსოფლიო საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მესხიშვილის თეატრის ევროპული თეატრების კონვენციის წევრობა უნდა აღენიშნათ.
,,საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით 27 მარტის აღსანიშნავი ზეიმი უნდა გამართულიყო ქუთაისში. ეს იყო დაკავშირებული იმ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენასთან, რასაც მესხიშვილის თეატრის ევროპული თეატრების კონვენციაში გაერთიანება ჰქვია. დღეს ჩვენ ქალაქში ზეიმი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ახლა სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ გადავლახავთ ყველა სირთულეს. როგორც კი ეს მოხდება, გაძლევთ პირობას, რომ მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომ ეს ზეიმი ჩვენს ქალაქში, ჩვენს თეატრში აუცილებლად შედგება.”- განაცხადა კოტე აბაშიძემ.
ევროპული თეატრების კონვენციის ასამბლეამ მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრების კონვენციის წევრად ერთხმად 2019 წელს მიიღო.