ქუთაისის ოპერის თეატრში კორონავირუსის პრევენციისთვის სადეზინფექციო
სამუშაოები ჩატარდა. რეკომენდაციის თანახმად 16 მარტამდე შეჩერებულია სპექტაკლების გამართვაც.
ოპერის თეატრთან ერთად სპექტაკლების ჩვენება მესხიშვილის თეატრშიც შეჩერდა. საზეინფექციო სამუშაოები ჩატარდა სასწავლო დაწესებულებებში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული.