8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანად
შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით გელათში ტრადიციულად სხვადასხვა ღონძიებები იმართება. წელს დავითობის აღსანიშნავად პროგრამა ასეთია:
10:00 სთ – დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება
12:00 სთ- საზეიმო წირვა (გელათის სამონასტრო კომპლექსი).
დავით აღმაშენებლის საფლავის პატივგება, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა.
გელათის აკადემია:
11:00 სთ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფოტო-გამოფენა ,,გალობის გელათური სკოლა””
11:00 სთ – ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის ფოტო-გამოფენა – ,,დავითობის აღნიშვნა ქუთაისში””
11:30 სთ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სულხან კუპრაშვილის საჯარო ლექცია ,,დავით აღმაშენებლის ფენომენი””
12:00 სთ – მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი და ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი
13:00 სთ – დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ფესტივალი მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში
14:00 სთ- ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი – დავითობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი დროებითი გამოფენა და საჯარო ლექცია
18:00 სთ – დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი ზურა კობეშავიძე და მეგობრები – მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში.