6 თებერვალს, თბილისში, “მასწავლებლის ეროვნული სკოლის” კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.
პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადასცა.
“მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ” ფუნქციონირება საქართველოს 12 ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, 1 ნოემბერს დაიწყო და 1800-მდე პედაგოგობის მსურველი უფასოდ გადაამზადა.
საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებმა პედაგოგიური პრაქტიკა სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით გაიარეს.
მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, კურსდამთავრებულები სკოლებში კონკურსის წესით შევლენ.
“მასწავლებლის ეროვნული სკოლის” კურსდამთავრებულთა დაჯილდოვება ქუთაისში, 12 თებერვალს, პირველ საჯარო სკოლაში 14:00 საათზე გაიმართება.